სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N303/01-01 04/12/2023 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:
1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 303/01-01 04/12/2023 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 143 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
- ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- ლუიზა აბაზაძე– მთავარი სპეციალისტი;
- ქეთევან ცაბაძე - წამყვანი სპეციალისტი;
- ნაირა მახაშვილი – უფროსი სპეციალისტი;
- ირმა ჩხეიძე-– უფროსი სპეციალისტი;
- თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;
- თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
3. საბუთები მიიღება: 7-12 დეკემბერი (კალენდრით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში) VI კორპუსი, №201, 10:00 -17:00 სთ
4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.